ქედი სტუდიო ერთ-ერთი პირველი ქართული სარეკლამო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც სარეკლამო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
კომპანია 1992 წელს დაარსდა ქედი TV -ის სახელით და 28 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი, წარმატებული და დასამახსოვრებელი პროექტები შექმნა, მრავალი სარეკლამო კამპანია განახორციელა.
საერთაშორისო სააგენტო მომენტუმი 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს სარეკლამო ბაზარზე. მომენტუმი არის ექსპერტი არატრადიციულ სარეკლამო მიმართულებებში: ივენთ მარკეტინგი, სპონსორობა, საკომუნიკაციო აქტივობებისა და ღონისძიებების მენეჯმენტი, შოპერ მარკეტინგი.
დღეს უკვე ორი ძლიერი კომპანია, გაერთიანებული რესურსებითა და დიდი გამოცდილებით, ერთად განაგრძობს მოღვაწეობას და დამკვეთებს სთავაზობს ინტეგრირებულ საკომუნიკაციო გადაწყვეტილებებს, სარეკლამო წარმოების სრულ სპექტრსა და პროექტების ერთობლივ მენეჯმენტს.